საქართველოში 1 314 104​ აცრაა ჩატარებული

gulis eleqsiri

5 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 314 104 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 4 სექტემბერს აიცრა 22 733 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 362 608 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 29.4 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 475 748, რაც მოზრდილი მოსახლეობის 16.7 პროცენტს შეადგენს.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 587 პაციენტი. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 74 ინფიცირებული.

წინა სტატიაშიკარლ ჰარცელი საოკუპაციო რეჟიმს ყველა ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიამელაძე: გამთენიისას TV პირველის ცენტრალური სერვერი გაითიშა