საქართველოში​ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეც დაიდო

news
ავტ.: news მარტი 18, 2020 13:38

საქართველოში​ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეც დაიდო

საქართველოში ​კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეც აისახა.

ვებგვერდზე ამ დროისთვის განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის დადასტურებული 38 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებული – ერთი, კარანტინის რეჟიმშია 1261 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.

საქართველოში პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო 16 მარტს დატოვა. კლინიკიდან გაწერილი პაციენტი რეკომენდაციების თანახმად, თვითიზოლაციაში ორი კვირის განმავლობაში დარჩება.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

news
ავტ.: news მარტი 18, 2020 13:38

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics