“საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში არსებობს თავისუფალი სასამართლო“ – დავით ბაქრაძე

„სასამართლოს გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში არსებობს თავისუფალი სასამართლო,“ – ეს განცხადება ფრაქცია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა დავით ბაქრაძემ გუშინ, კიევში პეჩორის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ გააკეთა.

ბაქრაძე, გუშინ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

„სასამართლოს გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ საქართველოსგან განსხვავებით უკრაინაში არსებობს თავისუფალი სასამართლო და არიან მოსამართლეები, რომელთაც შეუძლიათ გამოიტანონ პროკურატურის მოთხოვნისგან რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილად კარგი, იმიტომ რომ უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება, როდესაც რომელიმე პოლიტიკოსი ხვდება ციხეში და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიდის სასჯელაღსრულების და სამართალდაცვის სისტემის გამოყენება. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს სააკაშვილი, ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის უკეთესია, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტს აქვს პოლიტიკური ოპონირების საშუალება და ის არ ხდება პოლიტიკური დევნის ობიექტი,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ვირუსის ბლოკატორები