21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

მათივე ცნობით, ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა მოაწერეს.

„ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის ასევე გაფორმდა მემორანდუმები ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საფინანსო, საბაჟო, განათლების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ალეკო ელისაშვილის ერთ-ერთ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა
შემდეგი სტატია„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“: მტრების ნებისმიერ ახალ თავდასხმაზე რეაგირება ისეთი მკაცრი იქნება, როგორც არასდროს