საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 14, 2018 15:48

საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უნგრელ კოლეგა ლასლო ტროჩანთან ხელიმოაწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. თბილისშიხელმოწერილი მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებასა დაგამოცდილების გაზიარებას. მხარეები ითანამშრომლებენ მართლმსაჯულების, სახელმწიფო სერვისებზეხელმისაწვდომობის, სამოქალაქო, სამეწარმეო და სისხლის სამართლის საქმეებზესამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და მიგრაციის პოლიტიკის სფეროში. გარდაამისა, მხარეები ითანამშრომლებენ დანაშაულის პრევენციისა დატრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის, ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის), წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. მემორანდუმის გაფორმებამდე უნგრეთის დელეგაციასთან შეხვედრაც გაიმართა.შეხვედრაზე თეა წულუკიანმა კოლეგა მინისტრს სასამართლო სისტემისგასაუმჯობესებლად განხორციელებული მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღაგააცნო და ამავე რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებზეგაამახვილა ყურადღება. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი,სპეციალიზებული კომერციული და საგადასახადო პალატები, ადამიანის უფლებათაევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობა − ეს ის თემებია, რომელთა შესახებაცმხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეებიმიხეილ სარჯველაძე, გოჩა ლორთქიფანიძე და გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ. უნგრეთის მხარესთან გაფორმებული მემორანდუმი ხელის მოწერისთანავე ამოქმედდებაŞ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 14, 2018 15:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,602
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics