19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ დასრულდა

“ერთა ლიგის” მეორე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებსა და უკრაინის ნაკრებს შორის მატჩი ნულოვანი ფრე დასრულდა.

შეხვედრა “დინამო არენაზე” მიმდინარეობდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები სტადიონიდან, სადაც ისმოდა შეძახილები: “სოხუმი საქართველოა”, ასევე, უკრაინის მხარდამჭერი გზავნილები.

საქართველოს ნაკრებმა „ერთა ლიგის“ პირველი ტური მარცხით დაიწყო ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებთან – მინიმალური ანგარიშით 0:1. უკრაინის ნაკრებმა კი პირველ ტურში უნგრეთში 1:0 გაიმარჯვა.

როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – რამაზ სვანაძე. ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები რამდენიმე დღის წინ დატოვა.

banner
წინა სტატიაშივარკეთილში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა
შემდეგი სტატიადავით თარხან-მოურავი: ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატორულ ძალებთან გაერთიანება ამ ძალებს „ახალ სისხლს“ მისცემს