„საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებმა გადაწყვიტეს, სააკაშვილი პოლიტიკური პროცესიდან განდევნონ“ – სამადაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ უკრაინიდან პოლონეთში დაადეპორტეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ​საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებმა გადაწყვიტეს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პროცესიდან განდევნონ:
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის საქართველო და უკრაინა, რომლებსაც ასოცირების ხელშეკრულება აქვთ ევროკავშირთან, არა აქვთ ფუფუნება გადაწყვიტონ, ვის აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში და ვის არა. რეალურად საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებმა გადაწყვიტეს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პროცესიდან განდევნონ, რაც ძალიან უხეში დარღვევაა, მათ შორის, იმ ვალდებულებების, რომელიც ამ ქვეყნებს აღებული აქვთ ევროკავშირთან”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიას მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა