საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით… გულუბრყვილოები ვიყავით – რასმუსენი

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი Foreign Policy-სთან საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით, ალიანსის შეცდომებზე საუბრობს. ამბობს, რომ NATO-მ პირველი შეცდომა ჯერ კიდევ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე დაუშვა:

“რეტროსპექტრულად ჩანს, რომ შეცდომა მრავალი წლის წინ დავუშვით. პირველი შეცდომა 2008 წელს იყო, როდესაც NATO-ს სამიტი ბუქარესტში გვქონდა, სადაც გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებოდნენ. მაგრამ, ვერ შევთანხმდით მათთვის ე.წ. გაწევრიანების მოქმედების გეგმის (MAP) გადაცემაზე და NATO-ში ამ გახლეჩვამ პუტინს გაუგზავნა მცდარი მესიჯი, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ 2008 წლის აგვისტოში თავს დაესხა.

ასე რომ, ვფიქრობ, რომ პირველი შეცდომა, საქართველოსა და უკრაინის წინსვლის არგამოკვეთით, ჯერ კიდევ 2008 წელს დავუშვით. შეცდომა დავუშვით 2014 წელსაც, რუსეთის მიერ ყირიმის რუსეთის ფედერაციაში უკანონო ანექსიის შემდეგ, როცა გარკვეული სანქციები დავაწესეთ. მაგრამ, ეს მსუბუქი სანქციები იყო და ამ ყველაფერმა პუტინს დაუტოვა შთაბეჭდილება, რომ თითქოს, მას მიწების ხელში ჩაგდება, ნებისმიერ ფასად, ძალით შეეძლო… ასე რომ, ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გულუბრყვილოები ვიყავით, – ამბობს რასმუსენი.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ ირაკლი ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაავტორიტეტს პარლამენტი ვერასდროს მოიპოვებს, თუ აქ მყოფი ადამიანები ერთმანეთისკენ არა ხელებგაწვდილი, არამედ მუშტმოღერებულები მივდივართ – უსუფაშვილი