საქართველოსა და უკრაინას უვიზო რეჟიმი დაუყოვნებლივ უნდა მიენიჭოს – იურმალას შეხვედრის გადაწყვეტილება

საქართველოსა და უკრაინას უვიზო რეჟიმი დაუყოვნებლივ უნდა მიენიჭოს, – ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურმალაში გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

დანიის, ისლანდიის, ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, სადაც მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მხარდაჭერა.

ასევე განაცხადეს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობაც.

banner
წინა სტატიაშიეროს რამაზოტი: იმედი მაქვს, ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი კონცერტი თბილისში
შემდეგი სტატიათაღლითობისთვის ნავთობპროდუქტების იმპორტიორი საწარმოს ხელმძღვანელი პირები დააკავეს