საქართველოსა და თურქეთის პრემიერები სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეხვედრას გამართავენ

საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრები ახლო მომავალში სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეხვედრას გამართავენ, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრაზე აღინიშნა.

როგორც “თაიმერს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე. თურქულმა მხარემ გამოხატა საქართველოდან ექსპორტის გაზრდის ინტერესი.

მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მზად არის ამ მიმართულებით მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებისა და სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობას, ასევე რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებზე და საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსს აცხადებს
შემდეგი სტატიაოდესის გუბერნატორის მიმართვა პოროშენკოს ბლოკს