საქართველოსა და საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შეხვედრა გაიმართა

ქ. ათენში გაიმართა საქართველოსა და საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შეხვედრა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ბ-ნი ვიქტორ დოლიძე (ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“), ხოლო ბერძნულ მხარეს თავმჯდომარეობდა ბ-ნი გეორგიოს აკრიოტისი (მმართველი პარტია „სირიზა“). საბერძნეთის მხრიდან, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საბერძნეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბ-ნი გეორგიოს ვარემენოსი. ამის შესახებ ,,თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და საბერძნეთში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შესახებ, განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები. ყურადღება გამახვილდა საბერძნეთის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერაზე საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ, აქცენტით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დამყარებაზე.
ორივე მხრიდან აღინიშნა, რომ ამჟამად, საქართველოსა და საბერძნეთის ორმხრივი ურთიერთობები უაღრესად პოზიტიურად, დინამიურად და პროდუქტიულად ვითარდება.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის მუნიციპალიტეტი 26 მაისისთვის გრანდიოზულად ემზადება
შემდეგი სტატია„ვფიქრობ, გორის მუნიციპლაიტეტი ძალიან მალე რეგიონული განვითარების ცენტრად გადაიქცევა საქართველოში“