საქართველოსა და რუსეთს შორის ჩარჩენილი კაცი 5 თვეა სიცოცხლისთვის იბრძვის

საქართველოსა და რუსეთის საზღვრებს შორის, ნეიტრალურ ზონაში უკვე ხუთი თვეა მანქანაში ცხოვრობს 45 წლის კაცი, რომელსაც არცერთ ქვეყანაში არ იღებენ. ეთნიკურად ოსს, ტაჯიკეთის მოქალაქეს რუსეთში შესვლა აკრძალული აქვს, საქართველო კი საზღვრის კვეთის უფლებას დაუდგენელი მიზეზით არ აძლევს. ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩარჩენილ ადამიანს დიაბეტი და გულის პრობლემები აქვს.

ჩემი ოჯახის წევრები, ნათესავები, ყველა, ვინ მყავს, სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ, ალანიაში. მშობლები საქართველოში მყავს დაკრძალული. უკვე მეხუთე თვეა ამ პირობებში ვცხოვრობ, მანქანაში, ეს ჩემი სახლია. შაქრიანი დიაბეტი მაქვს, გულში სტენდები მაქვს ჩადგმული ინფარქტის შემდეგ. ზაფხულში კიდევ უფრო მარტივი ასატანი იყო ეს ყოფა, ახლა ყინვები მოდის და არ ვიცი რა იქნება, რა მეშველება. ეს მანქანაა ამ მოცემულობით ჩემი სახლი. არ მაქვს საძინებელი და სამზარეულო. უკანა სავარძლებზე მძნავს, წინ გაზქურა მიდევს. მძღოლები ან რიგითო გამვლელები მაწვდიან საკვებს, თუ პროდუქტი მაქვს, ვიმზადებ ხოლმე საკვებს, – ამბობს ალან გაცოევი.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ თუ ექვსი შვილის მამის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდება, ეს ორივე სახელმწიფოს პასუხიმგებლობა იქნება.

banner
წინა სტატიაში“ენმ”-ის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება რუსთავის ციხესთან მოითხოვეს
შემდეგი სტატიაზუგდიდის სასამართლოში „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ტელეფონი ჩამოართვეს – აკრძალვა პროკურორებსაც ეხება