საქართველოსა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა კვიპროსელ კოლეგასთან იოანის კასოულიდისთან.

შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კვიპროსის შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს და ამ ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ თანამშრომლობას.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას კვიპროსის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა. აღინიშნა საქართველოს ევროპული დღის წესრიგის შეუქცევადობა. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევას, კერძოდ ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდგომ დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების, ევროკავშირთან პოლიტიკური და საკანონმდებლო დაახლოების, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისადმი მოსახლეობის მტკიცე მხარდაჭერის თვალსაზრისით.

მინისტრებმა აღნიშნეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ძალისხმევის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არსებული რეგიონალური და გლობალური გამოწვევის ფონზე.

რეგიონსა და საქართველოსი არსებული უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას, კვიპროსის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის ხალხთაშორის და კულტურის სფეროში არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას და დაადასტურეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ მათ შემდგომ განმტკიცებას.

banner
წინა სტატიაშიმაია ბითაძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას შეხვდა
შემდეგი სტატიაუკრაინას აღსადგენად 500-დან 600 მილიარდ ევრომდე დასჭირდება – ევროკომისია