საქართველოსა და ყირგიზეთს შორის რამდენიმე შეთანხმებას მოეწერა ხელი

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და ყირგიზეთის პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის შეხვედრის შემდეგ, დღეს პრეზიდენტის სასახლეში რამდენიმე შეთანხმებას მოეწერა ხელი.

შეთანხმებები გაფორმდა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს, მთავრობებს, ფინანსთა სამინისტროებს, შინაგან საქმეთა სამინისტროებს, განათლების სამინისტროებს შორის, რომელიც ეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობების, ინვესტიციების წახალისების, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისა და განათლების სფეროში თანამშრომლობას.

მანამდე კი ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა
შემდეგი სტატიაშსს-მ მარნეულში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 6 პირი დააკავა