თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და ისრაელის ნაკრებს შორის თამაში ანგარიშით 2:2 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ისრაელის წინააღმდეგ ბოლო 25 წლის განმავლობაში გოლი არ ჰქონდა გატანილი.
საქართველოსა და ისრაელის ეროვნულ გუნდებს შორის დღემდე სულ 6 მატჩი იყო გამართული:
1994 წელი, აშდოდი: ისრაელი 2:0 საქართველო 2000 წელი, აშქელონი: ისრაელი 1:1 საქართველო 2001 წელი, თბილისი: საქართველო 3:2 ისრაელი 2004 წელი, თბილისი: საქართველო 0:1 ისრაელი 2010 წელი, თბილისი: საქართველო 0:0 ისრაელი 2011 წელი, თელ ავივი: ისრაელი 1:0 საქართველო
ჯამური სტატისტიკა დღემდე ასე გამოიყურებოდა:
1 მოგება, 2 ფრე და 3 წაგება, ბურთების შეფარდება — 4:7.
აღნიშნული გამარჯვებით საქართველომ სტატისტიკაც გააუმჯობესა. რაც შეეხება მომავალ შეხვედრას, 29 მარტს საქართველოს ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩში ლიეტუვის ნაკრებს სტუმრად, კაუნასში დაუპირისპირდება.


















