საქართველოსა და ისლანდიის პრეზიდენტებმა გლობალური გამოწვევების დასაძლევად პატარა ქვეყნების ძალთა გააერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტისა და იუნესკო-ს 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ფორუმის ფარგლებში, ისლანდიის პრეზიდენტს, გუდნი იოჰანესონს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირველ შეხვედრაზე მხარეებმა გარემოს დაცვით საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც კლიმატის ცვლილების და ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებს უკავშირდება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ამ გლობალური გამოწვევების დასაძლევად პატარა ქვეყნებმა ძალები გააერთიანონ. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კავკასიური ენების დაცვის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ ისაუბრა იუნესკოს საიუბილეო ფორუმზე დასმული მისი ინციატივის შესახებ, რომელიც კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესებას უკავშირდება. საუბარი შეეხო როგორც პანდემიის ასევე, ვაქცინაციის მიმართულებით დეზინფომაციის და ფეიკნიუსების მზარდ პრობლემას. აღინიშნა, რომ საჭიროა სწორი ბალანსი ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების დაცვის, მეორეს მხრივ კი, დეზინფორმაციის ზიანის შემცირებისთვის თვალსაზრისით.

მხარეებმა განიხილეს ტურიზმის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საკითხი და ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, როგორც მასობრივი, ისე გეოთერმული ტურიზმის კუთხით.

წინა სტატიაშიაუდიტი სასამართლოში გვიჩივის, ფეიფალმა გვითხრა, რომ ანგარიშს გვიუქმებს – ზურაბ ჯაფარიძე
შემდეგი სტატიასაქართველოს ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის ახალი მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი ეწვია