საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართა

თბილისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა გაიმართა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით კომიტეტზე ქართული მხარის შემადგენლობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ევროკავშირის შემადგენლობას კი, – ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელი ლუკ დევინი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა.

როგორც “თაიმერს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, კომიტეტმა ისეთი საკითხები განიხილა, როგორიცაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაცია, საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობა, საქონლით ვაჭრობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ვაჭრობასთან დაკავშირებული ენერგეტიკის საკითხები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, საჯარო შესყიდვები, მომსახურებით ვაჭრობა, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, კონკურენცია, ვაჭრობა და მდგრადი განვითარება.

შესაბამისმა უწყებებმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს თითოეულ სფეროში DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. ევროკავშირის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა

banner
წინა სტატიაშიინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი 1980 წლის 8 დეკემბერს გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაპედსაბჭოს ფუნქციები იზრდება