საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას უმრავლესობაში აფასებნ

ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიშს, რომელიც ბრიუსელში დღეს განიხილება, დღეს უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ. ისინი იმ გამოწვევებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც ქვეყანას ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს.

პარალელურად აცხადებენ, რომ ასოცირებით გათვალისწინებულ კანონპროექტებზე, პარლამენტში მუშაობა გრძელდება.

„კიდევ უფრო მეტი ინსტიტუციონალიზაცია, არის საუბარი შრომის უფლებების კუთხით, რომ მნიშვნელოვანია აქცენტების გაკეთება და დაიხვეწოს უფრო გადადგმული ნაბიჯები, რომელიც არის. ნახსენებია შრომის უსაფრთხოების კანონი, მაგრამ ასევე ნახსენებია ის, რომ შრომის ინსპექციის ძლიერი ინსტიტუტი უნდა ჩამოყალიბდეს. არის მექანიზმების ჩამოყალიბების აუცილებლობა ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით, რომ გაძლიერდეს კიდევ უფრო მოქმედებები. სექსუალური შევიწროების საკითხი არის ნახსენები, რომელზეც პარლამენტი უკვე მუშაობს,“ – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ვიმუშავეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად და იმედი გვაქვს, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეები გათავისუფლდებიან”
შემდეგი სტატიავიდრე საქართველოს ტერიტორიაზე ერთ ადამიანს მაინც უკანონოდ აკავებენ, ეს არის და იქნება პრობლემა