საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს

საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდს ესაუბრა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიდეოზარის საშუალებით განხორციელებული საუბრისას მხარეებმა „კოვიდით“ გამოწვეული მდგომარეობა და ორივე ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის საკითხი განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით ტურიზმის ამოქმედების მნიშვნელობასაც.

„ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს 19 აპრილის შეთანხმების მიღწევა მიულოცა და შეთანხმების პროცესში მის როლს გაუსვა ხაზი.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე მნიშვნელოვანია რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სასამართლო და საარჩევნო სისტემები.

ესტონეთის პრეზიდენტმა კი, ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი გაუსვა მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

„საუბარი შეეხო ბორდერიზაციას, გამშვები პუნქტების ჩაკეტვასა და მოქალაქეების გატაცების ფაქტებს. საქართველოს პრეზიდენტი ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაზე ვრცლად ესაუბრა ესტონელ კოლეგას.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: ბეჭებზე დადეს სომეხმა ანტივაქსერებმა ქართველი ანტივაქსერები
შემდეგი სტატიაბუჩუკური ოხანაშვილს: ჩვენს მიდგომებს შორის იცით რა სხვაობაა? ჩვენ პარალელურად ადამიანთა უფლებების დაცვის მექანიზმს ვაძლიერებდით