19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ყველა საკითხი მეგობრულ რეჟიმში განიხილება – ირაკლი კობახიძე

საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ყველა საკითხი მეგობრულ რეჟიმში განიხილება – ჩვენ დაძაბულობა არ გვაქვს,– ამის შესახებ ირაკლი კობახიძე აცხადებს.

კერძოდ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადების პასუხად აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანის მთავრობასთან დაძაბულობა არ აქვს.

„ჩვენ დაძაბულობა არ გვაქვს, აზერბაიჯანის მთავრობასთან ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. მეგობრობიდან გამომდინარე ძალიან მარტივად შეგვიძლია ყველა საკითხი განვიხილოთ . ასეთ რეჟიმში, მეგობრულ რეჟიმში განიხილება ყველა საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: სოხუმის დაცემის დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპნენ
შემდეგი სტატიაკობახიძე: ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო, არც „ენჯეო“