უკრაინის სამხედრო დაზვერვამ უკრაინის კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საქართველოსა და აფრიკაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციის ტერმინალები გამოააშკარავა.
რამდენიმე საათის წინ, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გმოაქვეყნა რუკა, სადაც რუსეთის ტერმინალების უდიდესი ნაწილი კიევის კონტროლირებულ ტერიტორიაზეა. ამავე ინფორმაციის თანახმად, ერთი ტერმინალი საქართველოს ტერიტორიაზეა მონიშნული, 2 კი აფრიკის.
“უკრაინის დაზვერვამ, ოპერაციულ მეთოდებთან ერთად ტექნიკური სადაზვერვო ინსტრუმენტების გამოყენებით რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური, დაცული კომუნიკაციის ტერმინალების კავშირი გამოაშკარავა.
აღნიშნული ტერმინალებიდან რუსი ოკუპანტების გეგმების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შესახებ, მათი ადგილმდებარეობის გასაჯაროებისა და განადგურების გადაწყვეტილება მივიღეთ” – წერია განცხადებაში, რომლიც ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება.
















