საქართველოს ვიზელიბერალიზაციის საკითხს ევროკავშირის საბჭო დღეს განიხილავს

საქართველოს ვიზელიბერალიზაციის საკითხს ევროკავშირის საბჭო დღეს, 24 მაისს განიხილავს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიუსელში “აღმოსავლეთ პარტნიორობისა” და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ყველა ქვეყანამ საქართველოს ლიბერალიზაციის პროცესისადმი მხარადჭერა დაადასტურა.

“ყველა ქვეყნის მხრიდან დადასტურდა საქართველოს ვიზალიბერალზიაციის პროცესისადმი მხარდაჭერა. აბსოლუტურად ყველა ერთხმად ადასტურებდა, რომ საქართველომ თავისი ვალდებულება შეასრულა და ახლა ჯერი ევროკავშირზეა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ხვალ ეს გადაწყვეტილება საბჭოში განიხილება და პროცესი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს”.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ჟურნალისტებს, მოვლენებს წინ არ გაუსწრონ.

“ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. პროცესი მიდის წარმატებით. ვიცით, რომ საქართველო ხვალინდელი შეხვედრის დღის წესრიგშია. დაველოდოთ 24 მაისის განხილვას”, – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისკანდალური ვიდეოს შემდეგ ზვიად სიჭინავას პირველი ინტერვიუ ვრცელდება
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი დღეს 2.1459 ლარი იქნება