საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2017 წლის 4-5 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვლადიმერ მაკკეისთან, ბელარუსის ეროვნული კრების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარესთან მიხაილ მასნიკოვთან, ეროვნული კრების წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარესთან ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება საქართველოსა და ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შრის 2018-2019 წ.-ის თანამშრომლობის პროგრამას, რაც მოიცავს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი ქ. მინსკში ვიზიტის ფარგლებში ადგილზე გაეცნობა ბელარუსული კომპანიების საქმიანობას და დაათვალიერებს საწარმოს „მინსკი კრისტალ“.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერობისთვის მოძრაობა “ერთობა ახალი საქართველოს” სახელით, გიორგი ვაშაძე იბრძოლებს
შემდეგი სტატიაპეკინის ქუჩის რეაბილიტაცია ბოლო ფაზაში შედის