საქართველოს ვერავინ ვერ ეტყვის, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

„რა განცხადებებიც არ უნდა იყოს და რამდენი ხანიც არ უნდა სცადონ ოპოზიციის ამ ნაწილმა, რომ საქართველოს მიმართ ნეგატიურ ფონს ხელი შეუწყონ, დამიჯერეთ, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს ვერავინ ვერ ეტყვის, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში – ეს ასე ვერ მოხდება, გადაწყვეტილებას ხალხი მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ვერ იქნება ასეთი რამე, ვერ მოხდება იმიტომ, რომ ხედავენ მეგობრები სიმართლეს, მათ აწუხებთ, რომ არ იყოს ქვეყანაში დესტრუქცია და დესტაბილიზაცია. განცხადებებში ვერავინ იტყვის, მაგრამ იციან, რაზეა წამსვლელი ოპოზიციის ეს ნაწილი. პირად საუბრებს გარეთ ნამდვილად არ გამოვიტან, თავს არ მივცემ ამის უფლებას, მაგრამ ამას პირადი საუბარი არც სჭირდება, დევს მტკიცებულებები, ოფიციალური ანგარიშები, მთელმა მსოფლიომ ნახა რას აკეთებდნენ ეს ადამიანები, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ახლა თქვენ როგორ გგონიათ, ვინმე მოვა საბოლოო ჯამში და ხელისუფლებას ეტყვის, რომ მაინცდამაინც ისეთი საარჩევნო სისტემა შექმენი, რომ დანაშაულებებში მხილებული, ნულოვანი მხარდაჭერის მქონე ხალხი დააბრუნე ხელისუფლებაშიო?“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: დეკლარაციის ჩავარდნა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს
შემდეგი სტატიადავით ფაცაცია უკრაინის ელჩს, იგორ დოლოგოვს შეხვდა