საქართველოს უშიშროების საბჭოში ქვეყნის მთავარ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევენ

საქართველოს უშიშროების საბჭო ქვეყნისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს. ამის შესახებ უშიშროების საბჭო მდივნის მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა „კურიერთან“ გაკეთებულ განცხადებაში ისაუბრა:
„საქართველოს 20% არის ოკუპირებული, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხორციელდება აგრესიული რიტორიკა რუსეთი ოფიციოზის მხრიდან. შესაბამისად ამ შემთხვევაში ეს რისკები გაცილებით უფრო მაღალია , ვიდრე „ისლამური სახელმწიფოს“ ან სხვა ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან სავარაუდო, შესაძლებელი განხორციელება იგივე ანალოგიური ტიპისა, რაც ევროპაში ხდება“- განაცხადა ბოძაშვილმა.

ქვეყნის წინაშე მდგარი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კიბერუსაფრთხოებაა, კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის ანდრია გოცირიძის თქმით მსოფლიოში არსებული ფონის გათვალისწინებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სტრატეგიული პარტნიორების ინფრასტრუქტურასა და საელჩოებს:

„თუ დავუშვებთ იმას, რომ საქართველო არის ანტიტერორისტული კოალიციის წევრი, საქართველოში განლაგებულია სტრატეგიული პარტნიორების ინფრასტრუქტურა, საელჩოები და ბიზნესობიექტები, ვფიქრობ , რომ განსაკუთრებული ყურადღება ამ თვალსაზრისით უნდა მიექცეს, მათ შორის ჩვენს კიბერსივრცესაც“- განაცხადა გოცირიძემ.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატია“იმედი მაქვს, თქვენი მისიის დრო სწრაფად გაივლის და თითოეული თქვენგანი დაბრუნდება სამშობლოში”