“გიულიმ მონაწილეობა მიიღო დიდ საერთაშორისო კონფერენციაში სევილიაში, ესპანეთში, სადაც გავრცელდა ასევე ჩემი მიმართვა, სხვა ღონისძიებებს შორის.
გიულიმ როგორც საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობა გადასცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კოვიდის პერიოდის ლეგენდარულ ხელმძღვანელს ტედროს გებრეისუსს.
სანამ ტყვედ ჩავბარდებოდი დედაჩემს როგორც გამოჩენილ მეცნიერს მთელს მსოფლიოში პატიჟებდნენ კონფერენციებზე და ფორუმებზე მოხსენებებით. ბოლო წლებში კი ქვეყანას თითქმის ვერ ტოვებს, ჩემს გამო. ამიტომ მიხარია, რომ ამჯერად, 2 დღით მაინც, გადაერთო თავის პროფესიულ თემებზე”,-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.