საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე უნდა მიენიჭოთ – რუმინეთის პრეზიდენტი

რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუმინეთის პოზიცია არის ის, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიენიჭოს.

„ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს რაც შეიძლება მალე, ეს არის სწორი გადაწყვეტა მორალური, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – აღნიშნა იოჰანისმა.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილების მიღება მიმდინარე თვის ბოლომდე მოხდება.

banner
წინა სტატიაშიგიგაური 20 წელია ბრეჟნევივით ერთი და იგივე „ენჯეოს“ ხელმძღვანელია – კობახიძე
შემდეგი სტატიაჩინეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებული კრიზისის მოგვარებას ხელი შეუწყოს