საქართველოს წინსვლა დამოკიდებულია, რამდენად სწრაფად დავაღწევთ თავს რუსეთის იმპერიის კლანჭებს

ოპოზიციონერი დეპუტატის ოთარ კახიძის განცხადებით, საქართველოში ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენლობის ვიზიტი მიზნად ისახავს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, სუვერენიტეტის დაცვასა და პატივისცემას.

ჟურნალისტებთან საუბარში ოთარ კახიძე საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტს გამოეხმაურა.

„მივესალმებით, ნატო-ში გაწევრიანების საკითხის გააქტიურებას, რადგან საქართველოს უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და წინსვლა დამოკიდებულია, რამდენად სწრაფად გავწევრიანდებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და რამდენად სწრაფად დავაღწევთ თავს რუსეთის იმპერიის კლანჭებს”, – განაცხადა კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდე-ფაქტო აფხაზეთი საქართველოს ნატოში მიღების შესახებ სტოლტენბერგის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატია​საქართველოს სახელმწიფო მუდამ ეკლესიის სიძლიერეს მიჰყვებოდა