საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, წიგნის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, წიგნის ფესტივალი გაიმართება.

აღნიშნული ფესტივალი წალენჯიხაში, ფახულანში და ქალაქ ჯვარში სამი დღის მანძილზე გაგრძელდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას და მერის მოადგილე თამარ ბელქანიას სტუმრობდნენ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი გვანცა ჯობავა, მწერალი -თეონა დოლენჯაშვილი და კულტურის მენეჯერი მედეა მეტრეველი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა წიგნების გამოფენა -გაყიდვა, პარალელურად გაიმართება შეხვედრა მწერლებთან.

ფესტივალი მრავალფეროვანი ღონისძიებებით იქნება დატვირთული.

ფესტივალის მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია . რომელიც ხელს შეუწყობს წიგნის პოპულარიზიაციას.
ღონისძიების მსვლელობისას ჩატარდება ასევე მასტერკლასები და ლექციები.

სტუმრებმა დაათვალიერეს ფახულანი, ქალაქი ჯვარი. ესტუმრნენ ბიბლიოთეკას და შეირჩა ყველა ის ადგილი სადაც წიგნის ფესტივალი გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიუმსხვილესი ინდური მეტალურგიული კომპანია „ტატა სტილ“ რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა