„საქართველოს წარმატება იქნება ევროპული წარმატების მნიშვნელოვანი მაგალითი რეგიონში“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მათ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე, ასევე საქართველოს როლზე გლობალური უსაფრთხოების საკითხებში და დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობაზე საქართველოში.

„შავი ზღვის ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, საქრთველო, მოლდოვა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნები, დგანან ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების საკითხების წინაშე. ეს არის ამ ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც მოდის რუსეთიდან, რომელიც ეფუძნება რუსეთის პოლიტიკას პრივილეგირებული ინტერესის სფეროები გაავრცელოს თავის სამეზობლოში და საქართველო ამ თვალსაზრისით იყო ის პირველი ქვეყანა, ვინც თავისი ევროპული არჩევანისთვის იქნა დასჯილი ჩრდილოელი მეზობლის მიერ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების და სირთულეების მიუხედავად საქართველო კვლავ ევროპისკენ მიისწრაფვის.

„ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდეც და შემდეგაც საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესის წარმმართველი დოკუმენტი, რომელსაც ეფუძვნება ჩვენი რეფორმები, გახდა ასოცირების ხელშეკრულება. ამ თვალსაზრისით მიმდინარეობს, როგორც დემორკატიული ინსტიტუტების მშენებლობა, ასევე იმ რეგულაციების დანერგვა, რაც ასოცირების ხელშეკრულებითაა განსაზღვრული. შემდეგი ნაბიჯი ნათლად არის გამოსახული და ეს არის ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი რამე, რაც უნდა მოვიპოვოთ. ეს გავლენას მოახდენს, თუნდაც თავისუფალი ვაჭრობის კონტექსტის გაღრმავებაზე, მეტ კულტურულ კავშირებზე, მეტ საქართველოზე ევროპაში და მეტ ევროპაზე საქართველოში“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ევროპასთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს საზოგადოებამ და საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილმა. მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპასთანაც დაიწყებს საქართველოს ისეთ საგანმანათლებლო პროექტს, როგორიც მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის შედეგად. პრეზიდენტმა მილენიუმ ჩელენჯზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს ევროპული პოლიტიკის გაღრმავებას არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით.

banner
წინა სტატიაში2016 წლიდან პენსია 180 ლარი გახდება
შემდეგი სტატიაპედაგოგთა საბაზო ხელფასი 405 ლარი იქნება