საქართველოს თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი სტუმრობს

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მოწვევით, საქართველოს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი ბიულენთ თუფენქჯი ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმარს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი დახვდა.

თურქული დელეგაციის შემადგენლობაში არიან თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის, საბაჟო, ევროკავშირთან და საგარეო თანამშრომლობის დირექტორატების ხელმძღვანელები.

თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი თბილისს მეუღლესთან და შვილთან ერთად ესტუმრა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრმა ქართული ბატალიონი ავღანეთში გააცილა
შემდეგი სტატიაყულევის პორტში ახალი ოკეანოგრაფიულ-მეტეოროლოგიური ტივტივა განთავსდა