33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთო-ს FSC-ის დასკვნითი სხდომა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 29 ივლისს  გაიმართა ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) დასკვნითი სხდომა საქართველოს თავმჯდომარეობით.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს თავმჯდომარეობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა დიალოგის ხელშეწყობა ეუთო-ს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სამართლისა და ჰელსინკის აქტის პრინციპების შესაბამისად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს თავმჯდომარეობით გაიმართა სამი უსაფრთხოების დიალოგი, რომლის ფარგლებში ძირითადი აქცენტი გაკეთდა შეიარაღებული კონფლიქტისა და ოკუპაციის თემატიკაზე, ამ კონტექსტში ადამიანის უფლებების დარღვევების აღმოფხვრაზე, ქალებისა და გოგონების როლის გაძლიერებაზე სამშვიდობო პროცესში, უსაფრთხოების სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების შესახებ ეუთო-ს ქცევის კოდექსის იმპლემენტაციაზე.

banner
წინა სტატიაშიანა წითლიძე: რა კონტროლი უნდა დაამყაროს მდინარაძემ რეგიონებში, მე მყავს პარლამენტში ნაცემი
შემდეგი სტატიაინფრასტრუქტურის მინისტრი: თელავის ხევის რეაბილიტაციით ქალაქი უფრო უსაფრთხო გახდება