საქართველოს თავდაცვის მინისტრის ავღანეთში ვიზიტის დროს, ბაზა „კუნდუზის” მიმართულებით თავდასხმა მოხდა

თავდაცვის მინისტრის ავღანეთში ვიზიტის დროს ბაზა „კუნდუზის” მიმართულებით თავდასხმა მოხდა. არაპირდაპირი ცეცხლის გახსნის შედეგად არავინ დაშავებულა. „კუნდუზზე” დისლოცირებული IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეული მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
ლევან იზორიამ ავღანეთში ვიზიტი სწორედ ბაზა „კუნდუზზე“ IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეულის მონახულებით დაიწყო.

ამის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გადაინაცვლა , სადაც IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის პირად შემადგენლობასთან შეხვედრა გამართა.

banner
წინა სტატიაშივერტმფრენი, რომლითაც პრემიერი სვანეთში გაემგზავრა, უამინდობის გამო ზუგდიდში დაჯდა
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ხუთი პირი პასუხისგებაში მისცა