საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლონელ კოლეგას შეხვდა

მე დღეს უფრო მეტად არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ალასანია

დღეს გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ანტონი მაჩიერევიჩი დელეგაციის წევრებთან ერთად ჩამოფრინდა.

პოლონელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დახვდა.

შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ.

პოლონური მხრიდან კი შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერაციული სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი მარეკ ტომაზიკი და სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი, ბრიგადის გენერალი ჯერზი გუტი, ასევე პოლონეთის პარლამენტის წევრი მარეკ ოპიოლა და პოლონეთის ელჩი საქართველოში ანდრეი ჩეშკოვსკი.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში თინა ხიდაშელმა კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის გადაუხადა მადლობა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა პოლონელი დამკვირვებლების მონაწილეობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში.

საუბრის მთავარი თემა უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი იყო.

პოლონეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს პაკეტის იმპლემენტაციაში უწევს დახმარებას. ანტონი მაჩიერევიჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის რესპუბლიკის სრული მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე.

banner
წინა სტატიაშიგლდანის რაიონის გამგეობამ 2015 წელს სოციალური დახმარებისთვის 1 344 960 ლარი გამოყო
შემდეგი სტატია,,5 წლის ბავშვი მანქანაში იყო გარდაცვლილი, მამა კი სადარბაზოში ეგდო“