საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი გრძელდება

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელპირებს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო, რომელიც თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება. თავდაცვის ძალების მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ისეთ პრიორიტეტულმიმართულებებზე, როგორიცაა: თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნისამაღლება, სტრუქტურული ტრანსფორმაცია, საბრძოლო შესაძლებლობებისგანვითარება, მართვის სისტემების გაუმჯობესება და აუცილებელი ინსტიტუციურირეფორმების განხორციელება. აღსანიშნავია, რომ ტრანსფორმაციის პროცესი სპეციალური ოპერაციებისძალებსაც შეეხება, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მათი გამოყენებისეფექტიანობა. რეორგანიზაციის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომდასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე ორი ერთნაირი სტანდარტისა დაშესაძლებლობის მქონე სპეციალური ოპერაციების ბატალიონი ჩამოყალიბდეს.ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან ამ დრომდე სპეციალური ოპერაციებისელემენტები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში იყო თავმოყრილი. აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მართვისა დაკონტროლის შესაძლებლობებს საბრძოლო ამოცანების დეცენტრალიზებულიაღსრულების პირობებში. სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისსტრატეგიის შესაბამისად განხორციელდება მათი აღჭურვა და მომზადება, რათადაკმაყოფილდეს თავდაცვის ძალების ოპერატიული მოთხოვნები დაგაიზარდოს ნატოსთან თავსებადობა. ტრანსფორმაციის პროცესი არ ითვალისწინებს სამოქალაქო და სამხედროპერსონალის შემცირებას. ტრანსფორმაციის პროცესში გათვალისწინებული იქნაპარტნიორი ქვეყნებისა და სამხედრო მრჩევლების რეკომენდაციები

banner
წინა სტატიაშიუვადო მოსამართლეთა სიის დამტკიცების შემთხვევაში ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს
შემდეგი სტატიაკაჭრეთში „ქართული ოცნების“ შეხვედრას მთავრობის წევრებიც ესწრებიან