“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვა” – ნინო კალანდაძე ოკუპირებულ ცხინვალში ჩინელების ბიზნესგეგმებზე

პოლიტიკურ ფონდ “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორი ნინო კალანდაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ისეთივე საოკუპაციო რეჟიმია, როგორიც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ჰყავს. სწორედ ამიტომ, კალანდაძე არ გამორიცხავს, რომ ჩინელი ინვესტორების ოკუპირებულ ცხინვალში ვიზიტი საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციაში ყოფილიყო დაგეგმილი.

ამასთან, “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორი პირდაპირ ამბობს, რომ ჩინეთის მხრიდან ეს ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვაა.

საქართველოს ხელისუფლება არის ისეთივე საოკუპაციო რეჟიმი, როგორიც ჰყავს აფხაზეთს და ცხინვალს. იდენტური საოკუპაციო რეჟიმია, რუსული წარმომადგენლობაა, რუსული ინტერესები და ანტისახელმწიფოებრივი ინტერესები. სავსებით დასაშვებია, რომ ეს მათთან კოორდინაციაში ხდება. ყველა შემთხვევაში ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვა და საერთაშორისოდ აღიარებული ყველა პრინციპის დარღვევა ჩინეთის მხრიდან, რაც არ არის გასაკვირი, იმიტომ, რომ ჩინეთს არ ადარდებს სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობები და მითუმეტეს, არ ადარდებს მათთან რაღაც პოლიტიკური ანგარიშვალდებულება, – ამბობს

ვიდრე საქართველოს მთავრობა ჩინეთს სტრატეგიულ პარტნიორად აცხადებს და მადლობებს უხდიან, ჩინელი ბიზნესმენები, ფაქტობრივად, ოკუპაციის შესახებ კანონს არღვევენ და საქართველოს მიტაცებულ მიწებზე მანქანათმშენებელი ქარხნის აშენების გეგმებს ალაგებენ.
უკვე მეორე დღეა, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ამბობს, რა რეაგირებას მოახდენენ ოკუპირებულ ცხინვალში ჩინელი ინვესტორების ვიზიტზე.

banner
წინა სტატიაშიცხინვალში შესაძლო ბიზნეს გარიგების სურვილი წვრილმანია იმასთან შედარებით, რა სტრატეგიული პარტნიორობაც გვაქვს-დავითულიანი ჩინელი ინვესტორების ბიზნესგეგმაზე
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ უბანში Avant Group-ის საცხოვრებელი კომპლექსი – „მომა ლივ“ შენდება