საქართველოს ტერიტორიულ წყლებში პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დააკავეს

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი (ტანკერი) „CAMINERO“ დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

ირკვევა, რომ გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი პრიმა მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის “ე” ქვეპუნქტით.

გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 15 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

banner
წინა სტატიაშიილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო
შემდეგი სტატია“მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანი თქვენზე ფიქრობს, თქვენთვის ლოცულობს და მშვიდობას გისურვებთ” – მეუფე დიმიტრი უკრაინელ ხალხს მიმართავს