საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – პირველი სტუდენტური ვებინარი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - პირველი სტუდენტური ვებინარი

ვებინარი 3ვებინარი – ონლაინ ტრენინგი. ურთიერთობის კულტურა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სადაც უამრავი ტრენინგი თუ საუნივერსიტეტო კურსი მიმდინარეობს online რეჟიმში, ვებინარების სახით.
ვებინარი საშუალებას აძლევს ადამიანს ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არის ინტერნეტი, ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს ტრენინგში.
პირველი ვებინარი ეხება Html-ს, ანუ მათთვისაა, ვინც დაინტერესებულია Web ტექნოლოგიების პრაქტიკული შესწავლით. რაც მთავარია, საკითხი განიხილება პრაქტიკოსი სტუდენტების მიერ, პრაქტიკული მაგალითის საფუძველზე.

2016 წლის იანვარში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამული ინჟინერიის ფაკულტეტზე სტუდენტების ინიციატივით პირველი ონლაინ ტრენინგი ჩატარდება. სტუდენტების ჯგუფის მობილიზება მათი მოწვეული ახალგაზრდა ლექტორისა და სამოტივაციო ინტერნეტჟურნალ 4motivi.com-ის კომუნიკაციების მენეჯერის თამარ მეფარიშვილის ინიციატივით მოხდა:

ვებინარი2
” ძალიან კარგი სტუდენტები მყავს, ამიტომ გადავწყვიტე სალექციო საათების დამოუკიდებლად დავხმარებოდი პროფესიული გამოცდილების შეძენაში. შევკრიბე სტუდენტები, გავაკეთეთ Facebook-ის დახურული ჯგუფი, რომელიც ჩემს 80-მდე სხვადასხვა კურსის სტუდენტს მოითვლის. ბავშვებს (სტუდენტებს) აქვთ საშუალება ერთმანეთს გაუწიონ დახმარება, ასწავლონ და რაც, ძალიან მნიშვნელოვანია, დამეგობრდნენ. იმისათვის, რომ ეს დახურული ჯგუფი მხოლოდ ფორმალური ხასიათის არ იყოს, დავიწყეთ აქტივობების დაგეგმვა და ეს ვებინარიც ბავშვების პირველი ნამუშევარია. ამას ერთმანეთისათვის აკეთებენ და პირადად ჩემი გადმოსახედიდან, მათი ნებისმიერი აქტივობა, თუნდაც მცირედი, კიდევ ერთი ნაბიჯია ერთიანი მუშაობისაკენ. თითოეული მათგანი არამხოლოდ ნიჭიერია, არამედ საინტერესო პიროვნება. ჩემთვის საინტერესო და სახალისოა მათთან მუშაობა,” – განაცხადა ჩვენთან საუბრისას თამარ მეფარიშვილმა.

ვებინარი1
ტექნიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, პირველი ვებინარი Web-ით დაინტერესებულ 20-მდე სტუდენტზე იქნება გათვლილი. ვებინარის ორგანიზატორთა ჯგუფში არიან: გიორგი ჯაბანაშვილი (მე-3 კურსი), თორნიკე მირველაშვილი (მე-3 კურსი), ავთო ბიჩნიგაური (მე-3 კურსი), თემურ კურცხალია (მე-2 კურსი), ალბერტ მირიანაშვილი (მე-2 კურსი), ევგენია ბასინაშვილი (მე-3 კურსი).

banner
წინა სტატიაშიგვატემალაში ქრისტეს ფიგურას გენერლის წოდება არ მიანიჭეს
შემდეგი სტატიარაიან გიგზს ძმამ თავის ცოლთან სექსი აპატია