საქართველოს სურს გადაგვიკეტოს წვდომა წმინდა ადგილებთან

“საქართველოს მთავრობის აბსურდულობა აფხაზეთის რესპუბლიკასთან დაკავშირებით იქამდე მივიდა, რომ აკრძალვების საერთო ჩამონათვალს რელიგიური ხასიათის საკითხებიც დაემატა” – ნათქვამია აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დე ფაქტო საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ საქართველო, რომელსაც მხარს მისი დასავლელი პარტნიორები უჭერენ, აფხაზეთს პრობლემებს უქმნის მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, კულტურული, ჰუმანიტარული და სპორტული კავშირების დამყარების კუთხით. “საქართველოს აზრით, აფხაზ მორწმუნეებს უფლება არა აქვთ თავიანთი რელიგიური მრწამსი გამოხატონ და წმინდა ადგილებს ესტუმრონ” – აცხადებს დე ფაქტო საგარეო უწყება.
საუბარია ისრაელში საქართველოს ელჩის პაატა კალანდაძისა და იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველის თეოფილოს III შეხვედრაზე.
აღდგომის წინა დღეებში მომლოცველები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის დახმარებით შეხვდნენ იერუსალიმის პატრიარქს, ხოლო სოხუმის პრესამ ამ შეხვედრას პოლიტიკური დატვირთვა მისცა.
თეოფილოს III პაატა კალანდაძეს განუცხადა, რომ მისთვის მიუღებელია შეხვედრისთვის პოლიტიკური სარჩულის მიცემა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდსა და ხობში ღვთისმშობლის ხატი ფანჯრის მინაზე გამოისახა
შემდეგი სტატია(VIDEO) იტალიაში აფხაზეთის დე-ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზენტაცია გაიმართა