საქართველოს შვიდი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები საქართველოს 20-22 მარტს ეწვევიან.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებთან და ფრაქციების წარმომადგენლებთან.

ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები შეხვედრებს გამართავენ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძესთან.

დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორესთან.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტების თავმჯდომარეები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს გორში, მისიის ოფისში შეხვდებიან. სტუმრები სოფლებში – ნადარბაზევსა და ხურვალეთში გაემგზავრებიან და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნობიან.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

საქართველოს დანიის პარლამენტის (ფოლკეტინგი) თავმჯდომარე პია კარსგაარდი, ესტონეთის პარლამენტის (რიგიკოგუ) თავმჯდომარე ეიკი ნესტორი,ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე, ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისი, ნორვეგიის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე ოლემიკ ტომესენი, ასევე, ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არტო სატონენი და ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტეინგრიმურ სიგფუსონი ეწვევიან.

შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარტინა ქვიქი წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ხანძარს 22 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაბათუმის არეულობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს