საქართველოს შს სამინისტრო ხურვალეთში გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ვიდეოკადრები იმ ადგილზეა გადაღებული, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთთან რუსი სამხედროები იმყოფებიან.

კადრებში ჩანს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროები არ იმყოფებიან და მათი გადაადგილება არ შეინიშნება.

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

ამასთან, აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება ამ ეტაპზე არ ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა და ტოივო კლაარმა შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიააღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პაციენტები შესაძლოა, მედიკამენტებისა და საკვების გარეშე დარჩნენ