საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების ზომები ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში

pat საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების ზომები ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე გაამკაცრა.

ბელგიის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე.

შსს-ს საპატრულო პოლიცია როგორც ქვეყნის პერიმეტრზე მდებარე, ისე მის მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე გამოიყენებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფრო მაღალი დონის ზომებს.

არსებული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები. პირად შემადგენლობას ჩაუტარდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი.

 

banner
წინა სტატიაშიივანიშვილს ციხისძირიდან ხეები ვერ გადააქვს – გემი ქვიშაში ჩაეფლო
შემდეგი სტატია„თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი“ „Erasmus+“ პროგრამაში ჩაერთო