29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

ამასთან, უწყების ცნობით, საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. განკარგულებას ასევე ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს კი გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

banner
წინა სტატიაშიხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
შემდეგი სტატიატრამპი: ნებისმიერი შეთანხმების პრიორიტეტებს შორისაა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავების შეჩერება