საქართველოს სჭირდება ბიძინა ივანიშვილი – კობახიძემ დააანონსა, რომ ოლიგარქი სხვა შეხვედრებზეც ბრონირებული მინით ივლის

პრემიერმა კობახიძემ ბიძინა ივანიშვილი მშვიდობის მთავარ გარანტად დაასახელა და ამით ახსნა ის “უსაფრთხოების ზომები”, რომელიც გუშინ, მცხეთაში, ოლიგარქის გამოსვლის დროს მიიღეს. კობახიძემ დააანონსა, რომ სხვა ივანიშვილი შეხვედრებზეც ბრონირებული მინით ივლის:

“ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული როლის შესრულება ჩვენს მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საქმეში. საქართველოს სჭირდება ბიძინა ივანიშვილი, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს სჭირდება ბიძინა ივანიშვილი., ბიძინა ივანიშვილი არის სწორედ მ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი და შესაბამისად, მთავარი რისკ-ფაქტორებიც მას უკავშირდება, აქედან გამომდინარე, უსაფრთხოებს გაძლიერებული ზომები, რომლებიც იქნა დღეს მიღებული და რომელსაც მივიღებთ შემდეგ შეხვედრებზეც , არის აბსოლუტურად ლოგიკური” თქვა კობახიძემ მცხეთაში, შეხვედრის დასრულების შემდეგ.” – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიზახაროვა – ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი უკრაინის უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე იყო, „ალ-ქაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებების მსგავსია
შემდეგი სტატიავაშაძე – ჩვენს გუნდს შეუძლია, ამერიკული სიკეთეები საქართველოში მოიტანოს