საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაზე 10 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 10 პირი დააკავეს. საქართველოს, ბანგლადეშის, პაკისტანის და თურქეთის მოქალაქეები ახალციხის, კარწახისა და ჭარალის ტერიტორიებზე აიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ სირიაში გამანადგურებელ B-52-ს აგზავნის
შემდეგი სტატიაგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე კახეთში მოსახლეობას შეხვდა