საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მიწისძვრის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

წუხელ საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მიწისძვრის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც „თაიმერს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრიდან აცნობეს, მიწისძვრის პირველი შემთხვევა, 00:58 საათზე, საქართველოს საზღვრიდან 12 კმ-ში რუსეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4,4 მაგნიტუდას შეადგენდა.

მიწისძვრის მეორე შემთხვევა საქართველოს საზღვრიდან 14 კმ-ში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. მიწისძვრა 01:30 საათზე მოხდა, მისი სიმძლავრე 4,0 მაგნიტუდას შეადგენდა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ არ გვსურს ცივი ომი, გვინდა გონივრული დიალოგი რუსეთთან – იენს სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიავინც არ უნდა გახდეს აშშ-ს მომდევნო პრეზიდენტი, საქართველოსთან ურთიერთობები გააქტიურდება