საქართველოს საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა

საქართველოს საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა. აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ შეიხი შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს.

ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.

აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ შეიხის ვიზიტი 3 ნოემბერს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშისაჯარო სამსახურში პრემიის, დანამატისა და ჯილდოს გაცემის წესი იცვლება
შემდეგი სტატიაოპოზიციას შს მინისტრის პარლამენტში მოსვლა საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესების გამო უნდა- კილაძე