10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას გიორგი კალანდია უხელმძღვანელებს

კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ახლად დაფუძნებულ სსიპ – საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია უხელმძღვანელებს.

გაერთიანების შემადგენლობაში შედიან: საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, დავით და გიორგი ერისთავების სასახლე-მუზეუმი და ზვიად გამსახურდიას სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.
ხელოვნების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, კულტურის მინისტრმა გაერთიანებაში შემავალი სასახლე-მუზეუმების თანამშრომლებს გიორგი კალანდია წარუდგინა. თინათინ რუხაძემ და გიორგი კალანდიამ მათ სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული პროექტები გააცნეს.
“ვფიქრობ, რომ ამ გაერთიანების შექმნა სასახლე-მუზეუმებს, მენეჯმენტის კუთხით, მნიშვნელოვნად დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებაში ზვიად გამსახურდიას სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრიც შევა, სადაც, სხვადასხვა პროექტით, ახალგაზრდებს მოვიზიდავთ.

სასახლე-მუზეუმების მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი რეგიონების განვითარებისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება”, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

banner
წინა სტატიაშისუს-ი: არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ, დაწყებულია გამოძიება
შემდეგი სტატიააშშ-ში ტორნადოს 4 ადამიანი ემსხვერპლა