საქართველოს საპენსიო ფონდმა გამოსცა წლიური საინვესტიციო ანგარიში სათაურით — „ზრდისა და გარდაქმნის წელი“. დოკუმენტში შეჯამებულია ფონდის ინსტიტუციური განვითარება, საინვესტიციო სტრატეგიები და მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციები.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საპენსიო აქტივები 8.2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფონდმა დააფიქსირა ისტორიულად ყველაზე მაღალი წლიური საინვესტიციო შემოსავალი — 796 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო ჯამური პორტფელის წმინდა ნომინალურმა და რეალურმა ამონაგებმა, შესაბამისად, 11.8% და 7.6% შეადგინა.
ანგარიშის ძირითადი თავები ეთმობა საინვესტიციო ჩარჩოს, აქტივების მართვის პრინციპებს და სამი ტიპის (კონსერვატიული, დაბალანსებული, დინამიკური) პორტფელის შედეგების შეფასებას. მასში ასევე გაანალიზებულია ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი და გლობალური ფინანსური პლატფორმები. აღნიშნული ანგარიშგება ადასტურებს ფონდის მზაობას, უზრუნველყოს საპენსიო აქტივების გრძელვადიანი უსაფრთხოება და მართვის მაღალი გამჭვირვალობა.

















