საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის შესარჩევი ტურის მატჩზე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, დინამოს სტადიონზე ესპანეთთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ანგარიში 44-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გოლით გაიხსნა. ესპანელებმა მეორე ტაიმში, 53-ე წუთზე ფერან ტორესის გოლით ანგარიში გაათანაბრეს. 92-ე წუთზე დანი ოლმოს გოლით ესპანეთის ნაკრები 1:2 ანგარიშით დაწინაურდა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ თამაშს საბერძნეთთან, სალონიკში 31 მარტს გამართავს.

banner
წინა სტატიაშიგომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა, არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიავაჟა-ფშაველას გამზირზე კაცი დაჭრეს